სალარო აპარატები

სალარო აპარატის ჩეკების გათამაშება იწყება

უკვე მიმდინარე თვიდან მომხმარებელი შეძენილ პროდუქტზე სალარო აპარატის ჩეკს თუ მოითხოვს, ის წამახალისებელ გათამაშებაში ავტომატურად ჩაერთვება. მისი ჩეკი გათამაშების ბილეთის როლს შეასრულებს. შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძის განმარტებით, საპრიზო ფონდი 2012 წლისთვის 9 მილიონი ლარით განისაზღვრა. „გათამაშდება 10, 20, 50, 100-ლარიანი მოგება. გარდა ამისა, თვეში 2-ჯერ გათამაშდება 10 000 ლარი, ხოლო კვარტალში ერთხელ - 50 000 ლარი".

პრიზის მოგება მომხმარებელს სალაროს აპარატის ქვითრით, ნებისმიერი პროდუქტისა და სერვისის შეძენისას შეუძლია. მომხმარებელმა მობილური ტელეფონით უნდა გადაამოწმოს მოიგო, თუ არა ფულადი პრიზი და სისტემა ავტომატურად მისცემს დასტურს. თანხის მოგება ასევე შესაძლებელია Paybox-ისა და ინტერნეტის მეშვეობით გადახდილი თანხის შემთხვევაში.

ინიციატივას ორი ძირითადი მიზანი აქვს: 1. რეალიზებული საქონლის აღრიცხვის კონტროლი. გათამაშებაში ჩართულ მომხმარებელს ჩეკების მოთხოვნის მოტივაცია უნდა გაუჩნდეს. 2. ახალი GPRS სისტემით აღჭურვილი სალარო აპარატების პოპულარიზაცია.

 

კომენტარები