ალჟირი

ალჟირის პირველი პრეზიდენტი გარდაიცვალა

აჰმედ ბედ ბელა, რომელიც დამოუკიდებელი ალჟირის პირველი პრეზიდენტი იყო, 95 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ბენ ბელა 1918 წელს მარნიაში, დასავლეთ ალჟირში დაიბადა, მან სახელი გაითქვა როგორც ჯარისკაცმა და რევოლუციონერმა, სწორედ ბენ ბელას სახელს უკავშირდება 1962 წელს, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადება.
მას შემდეგ, რაც ალჟირმა საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მის პრეზიდენტად არჩეულ იქნა აჰმედ ბედ ბელა.
1965 წელს ის თანამდებობიდან გადააყენეს და ყოფილ პრეზიდენტს შინაპატიმრობა მიესაჯა, ამის შემდეგ ბენ ბელა შვეიცარიაში გადაასახლეს, მან ლოზანაში 10 წელი იცხოვრა, მხოლოდ 1990 წელს მისცეს უფლება დაბრუნებულიყო სამშობლოში.
აჰმედ ბენ ბელა 1964 წლის, 30 აპრილს საბჭოთა კავშირის გრიმის ტიტულით დააჯილდოეს.

მისი სიკვდილი, ალჟირის დამოუკიდებლობის 50 წლის იუბილეს დაემთხვა.

 

კომენტარები