მუსიკა

მადონა – MDNA

0 კომენტარი

პოპის დედოფალი მუსიკას დაუბრუნდა – მხატვრული ფილმის W.E. გადაღების შემდეგ, მადონამ ახალი, რიგით მეთორმეტე ალბომი ჩაწერა.

MDNA – ასე ჰქვია მის ახალ ნამუშევარს, რომელიც 23 მარტიდან იყიდება. მადონას კარიერაში ადრეც ჰქონია ჩავარდნები და Hard Candy ამის ნათელი მაგალითია, მაგრამ ახალი ალბომი ყველაზე საშინელ კოშმარზე უარესია. პოპის დედოფლისთვის, რომელიც 30 წელია სცენაზე დგას და პოპულარობას ინარჩუნებს, B-day Song, Turn Up the Radio, Give Me All Your Luvin და ახალ ალბომში შემავალი სხვა სიმღერები, ცუდ ხუმრობას უფრო ჰგავს, ვიდრე სერიოზული მუსიკოსის ნამუშევარს.

მადონას ახალ კომპოზიციებზე ყველაზე ცუდი გავლენა ფრანგმა მუსიკოსმა მარტინ სოლვეიგმა იქონია. ფრანგი დიჯეის ბანალური, უემოციო, პლასტმასის მუსიკა ამერიკელი შემსრულებლის სულელურ ტექსტს კიდევ უფრო მძიმე მოსასმენს ხდის.„Ooh la la you're my superstar, Ooh la la love the way that you are, Ooh la la you're my superstar, Ooh la la that's what you are” – ტრეკიდან ტრეკამდე ერთმანეთს ასეთი სასაცილო ტექსტები ცვლის. გამონაკლისი სულ 3-4 სიმღერაა (მათ შორის Girl Gone Wild და Masterpiece), რომლებიც მსმენელს მთელი ეპოქის შემქმნელ მუსიკოსს ახსენებს.

MDNA-ში ექსპერიმენტებს საერთოდ ვერ შეხვდებით. ეს არის მარტინ სოლვეიგის და Benassi bros.-ის ცუდი მუსიკის კომპლექტი, გაფორმებული მადონას ვოკალით.

ზემოხსენებული კრიზისული პერიოდებიდან მომღერალი ყოველთვის ბრწყინვალე პოპალბომებით ბრუნდებოდა და იმედია, მადონას შემდეგი კრებული Like a Virgin-ის ან Confessions on a Dance Floor-ის დონის იქნება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები