ქვემო ქართლი

დედაენის დღეს ქვემო ქართლში ქართული ენის სახლი გაიხსნა

 

ქვემო ქართლში მეხუთე ქართული ენის სახლი ამოქმედდება. რაიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები იქ ქართულ ენას გაძლიერებულად შეისწავლიან. 

ქართული ენის სახლები აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, აუდიო-ვიდეო აპარატურითა და სასწავლო-ვიზუალური მასალით. ასეთ ცენტრებში კვალიფიციური პედაგოგები თანაბარ პირობებს უქმნიან ყველა მსურველს, მიიღონ განათლება და გაიღრმავონ სახელმწიფო ენის ცოდნა, სახელმწიფო ენის შესწავლა კი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია.

ქართული ენის სახლები ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა რეგიონში გაიხსნება.

ქვემო ქართლში ქართული ენის სახლი სიმბოლურად, 14 აპრილს ქართული ენის დღეს გაიხსნა.

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება, რაც 1978 წლის  აპრილის მოვლენასთანაა დაკავშირებული. მაშინ, საბჭოთა საქართველოს ხალხმა შეძლო აღეკვეთა მოსკოვის მცდელობ ა- გაეუქმებინა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი.

 

 

 

კომენტარები