ახალი ფილმები

Django Unchained – ტარანტინოს ახალი ფილმი

ცნობილი გახდა კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის სიუჟეტი. სურათის შემქმნელმა კინოსტუდიამ Sony Pictures–მა „Django Unchained“ – ის სცენარის დეტალები გაამხილა, რომელიც კინოეკრანებზე 2012 წლის დეკემბერში გამოვა.

ფილმში, რომელიც ვესტერნის ჟანრშია გადაღებული, მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი ჯეიმი ფოქსი ასრულებს. ფოქსის გმირი ბატონებისაგან გამოქცეულ მონას თამაშობს, რომელსაც თავისუფლების მოსაპოვებლად საქვეყნოდ ცნობილი მკვლელების დაჭერა უწევს. ფოქსის მეგობრისა და თამებრძოლის როლს ოსკარის კიდევ ერთი მფლობელი კრისტოფერ ვალცი ასრულებს. სცენარის მიხედვით, მთავარ გმირებს უამრავი განსაცდელის გადატანის შემდეგ არჩევანის გაკეთება თავისუფლებასა და მეგობრობას შორის უწევთ.

ფილმში, რომლის სცენარისტიც თავად ტარანტინოა, სხვადასხვა როლებს ასრულებენ ლეონარდო დი კაპრიო, კურტ რასელი და სამუელ ელ ჯექსონი.

კანის კინოფესტივალის ჯილდოს, ოქროს პალმის მფლობელი რეჟისორის ახალ ნამუშევარს კრიტიკოსები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. მათი თქმით, „Django Unchained“ ტარანტინოს კიდევ ერთი შედევრი იქნება.

 

კომენტარები