ვატიკანი

ბენედიქტე XVI 85 წლის გახდა

პაპი ბენედიქტე XVI დღეს 85-ე იუბილეს აღნიშნავს. კათოლიკე ეკლესიის ისტორიაში ის ერთ-ერთი ყველაზე მხცოვანი პაპი გახდა. იგი მეექვსე ეპიკოპოსია, რომელმაც 85 წელს მიაღწია.

როგორც პაპის პირადმა მდივანმა განაცხადა, ბენედიქტე მეთექვსმეტესთვის საკუთარი იუბილე ჩვეულებრივ სამუშაო დღესთან ასოცირდება და სწორედ ამიტომ, ის დღის განრიგში ცვლილებების შეტანას არ აპირებდა. გავრცელებული ცნობებით, პაპის 85-ე იუბილესთან დაკავშირებით ვატიკანში მისი უფროსი ძმა, ეპისკოპოსი ჯორჯ რაცინგერი ჩავა. სხვა სტუმრებთან ერთად სპეციალურად ამ დღისთვის პაპის რეზიდენციას ეწვევა ბენედიქტე XVI - ს მშობლიური მხარის, ბავარიას პრეზიდენტი.

კათოლიკე ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი უხუცესი პაპი ვატიკანში 13 აპრილს დაბრუნდა. იგი ხუთი დღის განმავლობაში თავის საზაფხულო რეზიდენციაში Castel Gandolfo - ში ისვენებდა.

რომის პაპი რამდენიმე დღეში იზეიმებს აღსაყდრების 7 წლის იუბილესაც. ერისკაცობაში იოსებ რაცინგერი 2005 წლის 19 აპრილს ჩაუდგა სათავეში კათოლიკე ეკლესიას.

 

კომენტარები