კატინი

პოლონელი ოფიცრების დახვრეტას სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 1940 წელს, სმოლენსკთან ახლოს, კატინის ტყეში პოლონელი ოფიცრების დახვრეტას "სამხედრო დანაშაულის" კვალიფიკაცია მიენიჭა, თუმცა ვერ აღმოაჩინა რაიმე ახალი მტკიცებულება, რის საფუძველზეც რუსეთის მთავრობას შესაძლოა მიეცეს რეკომენდაცია განაახლოს გამოძიება, - ამის შესახებ სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი.

კატინში მოკლული პოლონელი სამხედრო მოსამსახურეების ნათესავებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2007-2009 წლებში მიმართეს. მათ რუსეთის მთავრობა ადამიანთა უფლებების დაღვევაში დაადანაშაულეს, საქმეზე ” არაეფექტიანი და არაობიქტური” გამოძიების ჩატარების გამო და აგრეთვეს იმ მიზეზით, რომ მოკლულთა ახლობლებს არ მიეწოდათ დიდი ხნის მანძილზე გასაიდუმლოებული ინფორმაცია მსხვერპლთა საქმეებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სასამართლომ რუსეთის მთავრობას გამოძიების განახლების რეკომენდაცია ვერ მისცა, აღნიშნა, რომ  რუსეთის მხარემ არასაკმარისი ინფორმაცია მიაწოდა კატინში დახვრეტილების ახლობლებს.

1940 წელს სმოლენსკთან ახლოს, კატინის ტყეში საბჭოთა უშიშროებამ 20 ათასზე მეტი პოლონელი დახვრიტა. საბჭოთა კავშირი აღნიშნულ დანაშაულს კარგა ხნის მანძილზე ნაცისტურ გერმანიას მიაწერდა.

 

 

 

 

კომენტარები