ოსლო

თამთა ლიპარტელიანის შესახებ BBC-იმ სიუჟეტი მოამზადა

BBC-იმ ნორვეგიაში განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული ქართველი სტუდენტის, თამთა ლიპარტელიანის, შესახებ სიუჟეტი მოამზადა, სადაც ჟურნალისტი თამთას მშობლებს ესაუბრება.  

ინტერვიუში გოგონას დედა, ლეილა ასათიანი, ამბობს, რომ ქალიშვილის დღიურების წაკითხვის უფლება თავს პირველად მისცა. მისივე თქმით, სწავლის გაგრძელებას თამთა შვედეთში აპირებდა.

ლეილა ასათიანის იხსენებს, რომ შვილს ბოლოს ოსლოში მომხდარი აფეთქების შემდეგ ესაუბრა. მისივე თქმით, თამთა დედის დამშვიდებას ცდილობდა, უთხრა, რომ კუნძული უტოია დედაქალაქიდან შორს იყო.

სიუჟეტში თამთა ლიპარტელიანის მშობლები ტერორისტისთვის, ანდერს ბრეივიკისთვის, 21 წლით თავისუფლების აღკვეთას არ ეთანხმებიან. გარდაცვლილის მამა, ავთანდილ ლიპარტელიანი, იმედოვნებს, რომ სასამართლო პროცესზე ტერორისტისთვის სამუდამო პატიმრობის მოთხოვნით გამოსვლას შეძლებს.

ნორვეგიაში, ახალგაზრდულ ბანაკში 2011 წლის 22 ივლისს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად, 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო თამთაც. იგი ტერორისტის მიერ ნასროლმა რამდენიმე ტყვიამ იმსხვერპლა. 

კომენტარები