ტაბულა

ტაბულას პოლიტიკური კარიკატურების კონკურსი

„ყოველკვირეული საინფორმაციო ანალიტიკური ჟურნალი ტაბულა“ აცხადებს კონკურსს - პოლიტიკური კარიკატურა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა.

კონკურსი ტარდება ორ კატეგორიაში: 

1. პოლიტიკოსის პორტრეტი (ნებისმიერი ეპოქის, როგორც ქართველი ასევე უცხოელი.) 

2. ტაბულას მიერ შემოთავაზებული ტექსტის ილუსტრაცია
 - დავით კოვზირიძის „სამლარიანი ბიზნესი“ (ტაბულა#91);

http://www.tabula.ge/article-20523.html
 - გია ნოდია, „ამერიკა,გვაცალე ოცნება!“ (ტაბულა #95);

http://www.tabula.ge/article-21213.html

პრიზები: თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრიზი 200 ლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულებს - 100 ლარი გარდა ამისა, ჟიურის მიერ შერჩეული 10 ნამუშევარი განთავსდება ჟურნალ „ტაბულას“ ფეისბუქის გვერდზე.

კონკურსის პირობები:
ერთ კონკურსანტს შეუძლია მაქსიმუმ სამი ნამუშევრის წარმოდგენა.

კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს ჯურნალ ტაბულას ჟიური.

საკონკურსო ნამუშევარი არ უნდა აღემატებოდეს 1 მეგაბაიტს. მას თან უნდა ახლდეს კონკურსანტის საკონტაქტო ინფორმაცია.

არათემატური და პირატულად მითვისებული ნამუშევრები გაფრთხილების გარეშე გამოეთიშება კონკურსს.
გამარჯვებული ნამუშევრები ავტომატურად გადადის ჟურნალ „ტაბულას“ საკუთრებაში.

კონკურსის ვადები.

კონკურსი დაიწყება 2012 წლის 10 აპრილს და გაგრძელდება  30 მაისამდე.გამარჯვებულების ვინაობა გამოცხადება 15 ივნისს

ნამუშევრები უნდა მოგვაწოდოთ მისამართზე [email protected]საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 მაისი.

კომენტარები