პულიცერის პრემია

პულიცერის ლაურეატები 2012

16 აპრილს 96-ე პულიცერის დაჯილდოება გაიმართა, სადაც აშშ-ის გამორჩეულ ჟურნალისტებსა თუ გამოცემებს პრიზები გადასცეს.

პულიცერის დაჯილდოება მედია სამყაროში ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა. ის   სულ 21 ნომინაციისგან შედგება. 20 ნომინაციაში გამარჯვებულს 10 000 დოლარი გადაეცემა, მხოლოდ ერთ (საზოგადოებრივი სამსახურის შესრულების) ნომინაციაში საუკეთესო კი   ოქროს მედლით ჯილდოვდება.

 გაგაცნობთ წლევანდელ ლაურეატებს

1.საზოგადოებრივი სამსახური

ეს ჯილდო გადაეცემა გაზეთს ან ახალი ამბების საიტს, რომელიც თავის ჟურნალისტიკურ რესურსს - სტატიებს, გამოცემებს, ვიდეო თუ ფოტო მასალას, ინტერაქტიულ პრეზენტაციებს საზოგადოების სამსხურისთვის ყველაზე მეტად იყენებს.

წელს ამ ნომინაციაში გამარჯვება The Philadelphia Inquirer მოიპოვა, რომელმაც ნათელი მოფინა ქალაქის სკოლებში ბავშვების მიერ ბავშვებზე ძალადობას. კარგად დაწერილი სტატიებით, ვიდეო მასალით, რომელშიც დანაშაულია აღბეჭდილი, გამომცემლობა მასწავლებლებისა და მოსწავლეების დასაცავად ახალი რეფორმის მიღების ინიციატორი გახდა.

2. ახალი ამბების გაშუქება

ამ ნომინაციაში გამარჯვებული საუკეთესოა აშშ-ში ადგილობრივი ამბების გაშუქებაში. ყველაზე სწრაფად, ხარისხიანად აწვდის ხალხს ამა თუ იმ ამბავს, დროის სვლასთან ერთად კი კონტექსტისა და გამომწვევი მიზეზების ძებნას იწყებს.

ამ ნომინაციაში გამარჯვებული ალასკური ყოველდღიური გაზეთი The Tuscaloosa გახდა. გაზეთის ნიუს ჯგუფმა სოციალური და ტრადიციული მედიის გამოყენებით მომაკვდინებელი ტორნადოს ამბები ბრწყინვალედ გააშუქა.

 3. საგამოძიებო რეპორტაჟი

 გამარჯვებულები გახდნენ :  მეტ აპუცო, ადამ გოლდმანი, ეილინ სალივანი და კრის ჰოული. Associated Press-ის ჟურნალისტებმა ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტი ამხილეს, რომელიც ქალაქში მცხოვრებ მუსლიმანების ყოველდღიურ ცხოვრებას საიდუმლო ჯაშუშური პროგრამით აკვირდებოდნენ.

ამ ნომინაციაში პრიზი The Seattle Times-ის ჟურნალისტებმაც მოიგეს. მაიკლ ბერენსისა და კენ არმსტრონგის გამოძიება, საავადმყოფოში იაფი, მაგრამ სახიფათო ტკივილგამაყუჩებლის გამოყენებას ეხებოდა.

4.ახსნა-განმარტებითი რეპორტაჟი

ამ ნომინაციაში The New York Times -ის ერთ-ერთი ავტორი დევიდ კოშიენივსკი გამოარჩიეს. მან მარტივად ახსნა, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები და კორპორაციები როგორ ახერხებენ გადასახადებისთვის თავის არიდებას.

5. ნაციონალური რეპორტაჟი

The Huffington Post-ის ავტორი დევიდ ვუდი 10 000 დოლარის მფლობელი გახდა. მისი სტატია ავღანეთსა და ირანში მრავალჯერ დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცების ფსიქიკურ და ემოციურ გამოწვევებს ეხებოდა.

6. საერთაშორისო რეპორტაჟი

ჯეფრი ჯეთელმენის მყვირალა რეპორტაჟები აფრიკიდან, ამ ნომინაციაში საუკეთესო გახდა. ჟურნალისტი აღმოსავლეთ აფრიკაში შიმშილსა და კონფლიქტებზე წერდა.

7. კრიტიკა

The Boston Globe-ის კინო მიმომხილველი უესლი მორისმა თავისი საინტერესო, ორიგინალური, პროზაული კინო კრიტიკისთვის, ამ ნომინაციაში გაიმარჯვა.

 

გამარჯვებულების და ნომინანტების სრულ სიას : http://www.pulitzer.org/files/2012/longlist2012.pdf

კომენტარები