საქართველოს მთავრობა

საქართველოს დელეგაცია ბრაზილიას სტუმრობს

16 აპრილს საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძვანელობით ბრაზილიაში გაემგზავრა. დღეს გილაური სამთავრობო პარტნიორობის სამიტზე (OGP) სიტყვით გამოვიდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც ბრაზილიაა, საქართველოს პოლიტიკური პარტნიორი ხდება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა ბრაზილიაში ვიზიტის პირველ დღეს - „ბრაზილია დღეს გლობალური მოთამაშეა. გლობალური პოლიტიკის ნაწილია, არა მართო ლათინო ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, მისი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობისთვის, მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციებში არის მნიშვნელოვანი. ამიტომ პირველი ასეთი ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი სწორედ ამ კუთხით, რომ პირველი ნაბიჯები გადაიდგას საქართველოსა და ბრაზილიის დაახლოებით. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობები.“

ხვალ პრემიერი ბიზნესმენს შეხვდება, უკვე დაგეგმილია შეხვედრა სამპაულოს მრეწველობის ფედერაციის პრეზიდენტთან პაულო სკავისთან.

კომენტარები