ავღანეთი - აშშ

ავღანეთის პრეზიდენტი აშშ-ს წინაპირობებს უყენებს

ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ აშშ-ს ქვეყნიდან 2014 წელს ჯარების გაყვანის შემდეგ ყოველწლიურად 2 მილიარდი დოლარის გადახდა მოსთხოვა. მან ვაშინგტონს სტრატეგიული პაქტის გაფორმების სანაცვლოდ კონკრეტული თანხის გადახდისკენ მოუწოდა.

როგორც ცნობილია, ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოფიციალური ქაბული მის დასადებად ორი წინაპირობას აყენებს: ღამის ოპერაციების შემცირება და მის ციხეებზე სრული კონტროლის დაწესება. მხარეებს სურთ, რომ შეთანხმებას ხელი მაისში ჩიკაგოში გამართულ ნატოს სამიტზე მოაწერონ. ამისთვის კი მის პირობებზე საბოლოო კონსესუსის მიღწევაა საჭირო.
კარზაიმ აღნიშნული გამოსვლისას თალიბანსაც მიმართა. ლიდერმა მოძრაობის ლიდერები გააფრთხილა, რომ თავდასხმების მოწყობა ქვეყანაში უცხო ჯარების ყოფნას კიდევ უფრო გაახანგრძლივებს.
ბოლო პერიოდში მეამბოხეებმა ქაბულსა და კიდევ სამ ქალაქზე რამდენიმე თავდასხმა მოაწყვეს. ინცინდენტების შედეგად თალიბანის 35 წევრი, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების 11 ჯარისკაცი და 4 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

კომენტარები