მინსკი

ანდრეი სანიკოვი: რამენაირად უნდა შევძლო ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდე

პატიმრობიდან ახლახან გათავისუფლებულმა ანდრეი სანიკოვმა, რომელიც იყო პრეზიდენტობის კანდიდატი ბელარუსიაში, უპასუხა შეკითხვას - რას აპირებს მომავალში?

”მე ვფიქრობ ამაზე.  თუმცა,  როგორც მომექცნენ მე და მოექცნენ ჩემს ოჯახს უბრალოდ საშინელებაა. რამენაირად  უნდა ვცადო დავუბრუნდე ნორმალურ ცხოვრებას,  შემდეგ კი  ყველაფერს ოჯახის წევრებთან ერთად გადავწყვეტ.” - აღნიშნა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა. მას შეკითხვები მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს.

სანიკოვი 2010 წლის არჩევნების შემდეგ დაპატიმრებული ოპოზიციის წარმომადგენლების სრულად გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა და თქვა, რომ მათი გათავისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახეზე დადებითად აისახება.

”მე ვნახე კოვალენკო ციხეში, ის საშინლად გამოიყურებოდა, ის სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ. ასევე მძიმე მდგომარეობაში არიან: ნიკოლაი ავტუხოვიჩი, ნიკოლაი სტატკევიჩი, დმიტრი დაშკევიჩი.”- განაცხადა სანიკოვმა. ის და დმიტრი ბონდარენკო პატიმრობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

 

კომენტარები