Life

Guide 2 - 8 აპრილი

 კრის რენოს და კაილ ბალდის ახალი ანიმაციური ფილმი The Lorax მხიარულ ისტორიას გვიყვება ტედ ვიგინსზე, თორმეტი წლის ბიჭზე, რომელიც მომავალში, საკმაოდ უცნაურ სამყაროში ცხოვრობს – გარშემო ყველაფერი ხელოვნურია, მაგრამ არა მისი ოცნების გოგონა ოდრი და მის მიმართ სიყვარული. ოდრის გულის დასაპყრობად ტედს ულვაშიანი, წითური და საკმაოდ ქარიზმატული ლორაქსი ეხმარება.

როდესაც I Feel Good-ს და Papa’s Got a Brand New Bag-ს ვუსმენთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველაფერი ვიცით ფენომენზე, რომელსაც ჯეიმს ბრაუნი ჰქვია. ამერიკელი მწერალი RJ Smith ასე არ ფიქრობს – ახლახან მან The One დაწერა, რომელიც სოულის ნათლიმამას საინტერესო ცხოვრებასა და მისი პიროვნების შესახებ ბევრ ახალ ფაქტს მოგვითხრობს.

ბოლო წლების განმავლობაში დამკვიდრებული პარფიუმერული ტენდენციის მიმართ, რომელიც უპრეტენზიო, ყველასთვის სასიამოვნოდ აღსაქმელი არომატების შექმნას გულისხმობს, Guerlain-იც ტოლერანტული აღმოჩნდა. ტიერი ვასერის ახალი სუნამო კაცებისთვის Guerlain L’Eau Boisée ციტრუსისა და პიტნის სუფთა სურნელით გვამახსოვრებს თავს და იდეალურია საქმიანი შეხვედრებისა და ოფისის გარემოსთვის.

 

 

 

 

კომენტარები