სვანეთი

სვანეთში ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო

0 კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტი სვანეთში, სოფელ ჭუბერში ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწრო. ქვეყნის პირველი პირი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ქართულ მხარესთან ერთად, ნენსკრაჰესს ჩინური კომპანია Sinohydro აშენებს. მშენებლობა, დაახლოებით, 5 წელიწადში დასრულდება. ჰიდროელექტროსადგურმა წლიურად 1,2 მილიარდი კვტ/საათი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშავოს.

გავრცელებული ცნობებით, ნენსკრაჰესის მშენებლობაზე 1200 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განსახორციელებლად 630 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები