ნიდერლანდები

ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საერთაშორისო მედიის ცნობით, მარკ რუტი დედოფალ ბეატრიქსს უკვე შეხვდა, რომელმაც დააკმაყოფილა პრემიერის გადადგომის თხოვნა.

ხვალ, პრემიერი რუტი საკანონმდებლო ორგანოს საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის ახალ პროექტს შესთავაზებს. პარლამენტის დასანიშნი იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღიც.

რუტის გადადგომას პოლიტიკური მიმომხილველების ნაწილი გარდაუვლად მიიჩნევდა. ბოლო პერიოდში, სულ უფრო გამწვავდა დაპირისპირება რუტის ლიბერალურ პარტიასა და ანტიისლამურ თავისუფლების პარტიას შორის. თავისუფლების პარტია არ არის მმართველი კოალიციის წევრი. თუმცა, უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში, სწორედ ამ პარტიის ხმების წყალობით ახერხებდა პრემიერ მინისტრი პარლამენტში საკუთარი ინიციატივების გატანას. გასულ კვირას კი ნათელი გახდა, რომ ხარჯების შემცირების ახალ ინიციატივას თავისუფლების პარტია არ დაუჭერდა მხარს.   

კომენტარები