საწვავის ფასი

ბენზინი ყველაზე ძვირი ნორვეგიაში ღირს

აღმოსავლეთ ევროპაში ბოლო ორი თვის განმავლობაში ბენზინი საშუალოდ 12%-ით გაძვირდა. ამის შესახებ ვებ-გვერდი Drive Alive წერს.

ბენზინის სიძვირის მიხედვით ევროპის ქვეყნების რეიტინგის სათავეში ნავთობის ერთი-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა - ნორვეგია მოხვდა: აპრილის შუა რიცხვებში, ნორვეგიაში 1 ლიტრი ბენზინი 1.86 ევრო ღირდა. მეორე ადგილზე იტალიაა: აქ 1 ლიტრი ბენზინი 1.83 ევრო ღირს. რეიტინგის სამეულს დანია ასრულებს: 1 ლიტრი ბენზინის ფასი დანიაში 1.77 ევროა. ბენზინი შედარებით იაფია ესპანეთში, ლუქსემბურგში და ბალტიის ქვეყნებში.

საქართველოში 1 ლიტრი ბენზინის ფასი 1.04 ევროდან იწყება. ევროპული ხარისხის ბენზინი საშუალოდ 1.16 ევრო ღირს.

კომენტარები