ისლანდია

ყოფილი პრემიერი სამსახურებრივ გულგრილობაშია დამნაშავე

0 კომენტარი

2009 წელს ისლანდიის პრემიერ-მინისტრი გეირ ჰაარდე პირველი ევროპელი ლიდერი გახდა, რომლის თანამდებობაც ფინანსური ინსტიტუტების კოლაფსს შეეწირა. თუმცა, ჰაარდე ასევე პირველი სახელმწიფო მეთაური გახდა, რომელიც ფინანსური კრიზისის გამო სამსახურებრივი გულგრილობისთვის გაასამართლეს. 

დღეს, 15 მოსამართლისგან შემდგარმა სპეციალურმა სასამართლომ ისლანდიის ყოფილი პრემიერი დამნაშავედ სცნო ფინანსურ კრიზისამდე პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში. სხვა ბრალდებებში სასამართლომ ჰაარდე გაამართლა. ამდენად, მას პატიმრობა არ ემუქრება.  

თავად ყოფილი პრემიერი სასამართლოს ვერდიქტს „აბსურდულს“ უწოდებს და მას „პოლიტიკურ ვენდეტად“ აფასებს. „ისლანდიის ფინანსურ კრახს ვერავინ იწინასწარმეტყველებდა“ - აცხადებს მსჯავრდებული.

სასამართლო პროცესს ქვეყნის მოსახლეობის ნაწილიც კრიტიკულად აფასებდა. ბევრი საეჭვოდ თვლიდა იმ გარემოებას, რომ პარლამენტმა, რომელსაც მემარცხენეები აკონტროლებენ, ჰაარდე სასამართლოს გადასცა. სოციალ-დემოკრატი მინისტრები კი (რომელბიც იმავე პერიოდში კაბინეტის წევრები იყვნენ) მართლმსაჯულების წინაშე საერთოდ არ წარმდგარან.

პოლიტიკური მიმომხილველები მთვარ პრობლემას მინისტრის პასუხისმგებლობის  საკითხის აღრევაში ხედავენ. კეთილსინდისიერად მოქმედების შემთხვევაში, ნებიმისმიერ თანამდებობის პირს იმუნიტეტი იცავს. სამართლებრივი პასუხისმგებლობა უბრალოდ „ცუდად“ შესრულებული სამუშაოს გამო „საშიში პრეცედენტია“ - აცხადებენ ანალიტიკურ წრეებში. საპარლამენტო სისტემებში, როგორც წესი პრემიერის პასუხისმგებლობა პოლიტიკურია და არა სამართლებრივი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები