ევროკავშირი-საქართველო

ევროკავშირი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში დაეხმარება

ვიცე-პრემიერ მინისტრმა გიორგი ბარამიძემ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწერა საფინანსო შეთანხმებას, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს დახმარებას ითვალისწინებს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.

 ლაპარაკია , 2011 წლის ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამით (CIB -Comprehensive Institutional Building) საქართველოს დასახმარებლად 9.73 მლნ ევროს გამოყოფაზე. ეს პროგრამა ინსტიტუციონალურ მხარდაჭერასთან ერთად  ითვალისწინებს საჯარო უწყებების მოდერნიზაციასა და ტექნიკურ აღჭურვას.

” ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან მის შემდეგ თანამშრომლობას ჰქონდეს მყარი საფუძველი, ამისთვის კი საჭიროა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, ეს პროგრამა ამის ხელშესაწყობად არის შექმნილი.”- განაცხადა შეთანხმების გაფორმების შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა ფილიპ დიმიტროვმა.

 ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამა 2012 -2015 წლებში იმუშავებს.

 

კომენტარები