ლიბერია

ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი სამხედრო დანაშაულში დამნაშავედ ცნეს

ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი, ჩარლზ ტეილორი ჰააგის სასამართლომ სხვადასხვა სამხედრო დანაშაულში დამნაშავედ ცნო. ქვეყნის ყოფილ ლიდერს ბრალი ედება როგორც სამხედრო დანაშაულების ხელშეწყობაში აგრეთვე, მათში მონაწილეობაში. სასამართლოს მიერ გამოტანილ ვერდიქტში მითითებულია, რომ ტეილორი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში მონაწილეობდა.

საქმის მასალების მიხედვით, ტეილორი პასუხისმგებელია ლიბერიის მეზობელ სახელმწიფოში, სიერა-ლეონეში 1990 - წლებში სამოქალაქო ომის დაწყების ხელშეწყობაში. BBC - ის ინფორმაციით, დანაშაულის ჩამონათვალში, რომელიც  ტეილორს აქვს წაყენებული, შედის ტერორიზმი და მკვლელობებიც.

გამოცემის ცნობით, გარდა აღნიშნული დანაშაულებისა, ტეილორი ეჭვმიტანილია ალმასების ვაჭრობასა და გაერთიანებული რევოლუციური ფრონტისათვის (РОФ - სიერა-ლეონეს სამოქალაქო ომში მონაწილე არმია) იარაღის ყიდვაში.

განაჩენს ლიბერიის ყოფილ პრეზიდენტს 16 მაისს გამოუტანენ.

კომენტარები