ლანდშაფტური რუკები

საქართველოს ახალი ლანდშაფტური რუკა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ქართველმა მეცნიერებმა საქართველოს ახალი ლანდშაფტური რუკები შექმნეს.

მეცნიერების განცხადებით, ასეთი მასშტაბის, სიზუსტისა და დეტალურობის მქონე რუკა დღემდე შედგენილი არ ყოფილა. რუკებზე მოცემულია ინფორმაციები მდებარეობის, რელიეფის, გეოდინამიური პროცესების, ნიადაგის, ლანდშაფტის სტრუქტურის, ატმოსფერული ნალექების, მცენარეული საფარისა და ტყის ტიპის შესახებ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის განცხადებით, ახალი რუკები შესაძლებელია, გამოყენებული იქნას როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული და შემეცნებითი მიზნებისთვის.

საქართველოსა და მისი რეგიონების დეტალური რუკები და შესაბამისი მონაცემთა ბანკი მსოფლიოში აპრობირებული, ახალი ტექნოლოგიების (GIS) გამოყენებით შეიქმნა.

 

კომენტარები