ნორვეგია

ბრეივიკის საწინააღმდეგო ფლეშ-მობი ოსლოში

ოსლოში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაახლოებით 40 ათასი ადამიანი შეიკრიბა, რათა ანდერს ბრეივიკისათვის მისთვის საძულველი სიმღერა, „ცისარტყელას შვილები“ ემღერა.

სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქციის მონაწილეობის განცხადებით, აღნიშნული შეკრების მიზანი იყო, ნორვეგიელ ხალხს საკუთარი პოზიცია გამოეხატა ტერორიზმში ბრალდებულის ქმედებებსა და იდეოლოგიასთან დაკავშირებით. ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ადამიანებს ხელში ნორვეგიის დროშები და წითელი ვარდები ეჭირათ.

Rosbalt.ru - ს ინფორმაციით, აქციაზე აგრეთვე, იმყოფებოდნენ ნორვეგიის, ისლანდიის, დანიის, ფინეთისა და შვედეთის კულტურის მინისტრები. გამოცემის ცნობით, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა მოგვიანებით სოციალური ქსელის საშუალებით აქციის ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა.

აღნიშნული აქციის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბრეივიკმა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას არ უყვარს სიმღერა „ცისარტყელას შვილები“, რადგან იგი მარქსისტულ-პროპაგანდისტული ნამუშევარია.

კომენტარები