ამერიკა-აზერბაიჯანი

კონგრესი აზერბაიჯანში ბრაიზას შემცვლელის კანდიდატურას განიხილავს

პრეზიდენტმა ობამამ აზერბაიჯანში აშშ-ს ახალი ელჩის კანდიდატურა წარუდგინა კონგრესს. ამ პოსტს ევრაზიაში სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი ენერგეტიკის საკითხებზე რიჩარდ მორნინგსტარი ჩაიბარებს.  ინფორმაციას ამის შესახებ 1news.az ავრცელებს.

მორნინგსტარი 1999-2001 წლებში აშშ-ს ელჩი იყო ევროკავშირში. აზერბაიჯანში იგი მეთიუ ბრაიზას შეცვლის, რომელმაც თითქმის ერთწლიანი ელჩობის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში თანამდებობა დატოვა.

აღსანიშნავია, რომ მაიკლ მაკფოლმა, აშშ-ს ელჩმა რუსეთის ფედერაციაში, Twitter-ის გვრდზე დაწერა, რომ „ეს შესანიშნავი არჩევანია“. 

კომენტარები