რუსეთი

ანატოლი ლებედი დაიღუპა

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ვიცე-პოლკოვნიკი - ანატოლი ლებედი, მოსკოვში 48 წლის ასაკში დაიღუპა. რუსული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, ვიცე-პოლკოვნიკი მოტოციკლით დიდი სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა ბორდიურს შეეჯახა და ადგილზევე დაიღუპა.

ანატოლი ლებედი 2008 წელს აგვისტოს ომში იმ დესანტს ხელმძღვანელობდა, რომელმაც ფოთის პორტში ჩაძირა სანაპირო დაცვის კატარღები, მათ შორის, კატარღა „დიოსკურია“. გარდა ამისა, სწორედ ანატოლი ლებედის ხელმძღვანელობით განახორციელეს შეტევა რუსულმა რაზმებმა ზუგდიდზე, სენაკისა და ფოთის სამხედრო ბაზებზე. 2008 წელს აგვისტოს ომში აქტიური მონაწილეობისთვის იგი წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით პირადად დიმიტრი მედვედევმა დააჯილდოვა.

 

კომენტარები