Sea Shadow

Sea Shadow ჯართად იყიდება

ამერიკული „უჩინარი ხომალდი“, რომელიც 80-ან წლებში „სტელსის“ ტექნოლოგიით შეიქმნა და ჯეიმს ბონდის შესახებ ერთ-ერთი ფილმის „ვარსკვლავი“ გახდა, აუქციონზე ჯართად იყიდება.

The Daily Mail-ის ცნობით, ექსპერიმენტული ხომალდი Sea Shadow მწყობრში 1985 წელს შევიდა. მის არსებობა 1993 წლამდე გასაიდუმლოებული იყო. თუმცა, პენტაგონმა ახალი ტექნოლოგიებით შექმნილ ხომალდს პრაქტიკული დანიშნულება ვერ გამოუძებნა.

Sea Shadow 1997 წელს „აგენტ 007“-ს შესახებ მორიგ ფილმში - Tomorrow Never Dies, გადაიღეს. სიუჟეტის თანახმად, ხომალდი საერთაშირისო მედიამაგნატს ეკუთვნოდა, რომელიც ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში საერთაშორისო კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობდა.

ფილმში გადაღების შემდეგ ხომალდი ჩამოწერეს. ამერიკის საზღვაო ფლოტი მისი სამუზეუმო ექსპონატად გადაქცევას ცდილობდა, თუმცა არცერთმა მუზეუმმა ხომალდი არ მიიღო.

გასული წლის ზაფხულში უნიკალური ხომალდის ჯართად გაყიდვა გადაწყდა. თავის დროზე 190 მილიონ დილარად ღირებული, უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი სამხედრო გემი ამჟამად გასაყიდად 100 ათას დოლარად არის გამოტანილი. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა აშშ-ს ტეროტორიაზე ხომალდის დაშლა და უტილიზაცია უნდა უზრუნველყოს.

 

კომენტარები