ეუთო-საქართველო

ეუთოს დელეგაცია საქართველოს ივნისში ესტუმრება

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დელეგაცია საქართველოში 11 ივნისს ჩამოვა, დელეგაციამ წინასაარჩევნო გარემო უნდა შეისწავლოს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ვიზიტი 16 ივნისამდე გასტანს, დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ისინი შეხვდებიან პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ნინო კალანდაძის თქმით, მოგვიანებით დელეგაცია საკუთარ დასკვნას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანი უფლებათა ოფისს წარუდგენს.

კომენტარები