ხელოვნება

დემონტაჟი სტალკერის ზონაში

კო­კა რა­მიშ­ვი­ლის ხე­ლოვ­ნე­ბა თბი­ლი­სის­თ­ვის ჯერ ბო­ლომ­დე გა­სა­გე­ბი არ უნ­და იყოს. უფ­რო სწო­რად, დღეს უფ­რო ნაკ­ლე­ბა­დაა გა­სა­გე­ბი, ვიდ­რე ად­რე. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დან­გ­რე­ვი­სას, ნე­ბის­მი­ე­რი ავაგ­ნარ­დის­ტუ­ლი ტრა­დი­ცი­ა, რო­გორც სი­ახ­ლე, ისე მა­ინც იქ­ცევ­და ყუ­რადღე­ბას, დღეს კი ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­ბო­ლო­ოდ ამო­უხ­ს­ნე­ლი რჩე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყო­ველ­დღი­უ­რი გა­რე­მო სულ უფ­რო ივ­სე­ბა ეთ­ნო-­დე­კო­რა­ტი­უ­ლი ბუ­ტა­ფო­რი­ე­ბით და კომ­ფორ­ტ­ზე მა­ტე­რი­ა­ლის­ტუ­რი ფიქ­რით. ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას კითხ­ვა არ უყ­ვარს. შე­იძ­ლე­ბა, ამი­ტო­მაც უარ­ყო კო­კა რა­მიშ­ვილ­მა ად­ვი­ლად და­სა­ნა­ხი ფერ­წე­რა და ის ტექ­ს­ტით და წიგ­ნით შეც­ვა­ლა.

რამ გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ქარ­თ­ვე­ლი არ­ტის­ტი, რო­მელ­მაც თბი­ლის­ში ის­წავ­ლა და ძი­რი­თა­დად აქ მუ­შა­ობ­და, გამ­ხ­და­რი­ყო ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მხატ­ვა­რი და მო­ე­პო­ვე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი გა­ლე­რის­ტე­ბი?

ეს გა­ნა­პი­რო­ბა ბევ­რ­მა მუ­შა­ო­ბამ იმის­თ­ვის, რომ მე­პო­ვა ჩე­მი თა­ვი და მეთ­ქ­ვა ის, რი­სი თქმაც მინ­დო­და. და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის მი­მართ ინ­ტე­რე­სი შე­ნელ­და, ამი­ტომ ეგ­ზო­ტი­კურ ხე­ლოვ­ნე­ბას დღეს მა­ყუ­რე­ბე­ლი არ ჰყავს. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, კრი­ზი­სი იქაც არის. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა, რომ არა­ვინ უყუ­რებს შენს ეროვ­ნე­ბას, მაქ­სი­მუმ აღ­ნიშ­ნონ, რომ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­დან ხარ. უნ­და იყო გა­სა­გე­ბი და ფლობ­დე იმ ენას, რაც დღეს ხე­ლოვ­ნე­ბა­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა. მერე მოდის შენი თემა, რომელიც ან დააინტერესებს მაყურებელს, ან – არა. ჩემს შემთხვევაში მაყურებელი დაინტერესდა.

მინ­და გა­ვიხ­სე­ნო ის პე­რი­ო­დი, რო­ცა სიტყ­ვე­ბით და­იწყე მუ­შა­ო­ბა. ჯერ კი­დევ ოცი თუ მე­ტი წლის წინ უარ­ყოფ­დი ფერ­წე­რას თუ ნა­ხატს. რა­ტომ ხდე­ბო­და ეს, რო­დე­საც დღეს ჯერ კი­დევ ბევ­რი ცდი­ლობს იყოს კარ­გი ფერ­მ­წე­რი?

პირ­ველ რიგ­ში, ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მე­თო­დი და არა მა­სა­ლა. ფერ­წე­რას და ნა­ხატს მე არას­დ­როს უარ­ვ­ყოფ­დი – არ ვი­ღებ­დი მხო­ლოდ რეპ­რე­ზენ­ტა­ცი­ის მე­თოდს, რო­მე­ლიც დღეს ჩვენ­თან ბა­ტო­ნობს. დღე­ვან­დე­ლი ფერ­წე­რა არის სრუ­ლი­ად ახა­ლი ფე­ნო­მე­ნი, ვიდ­რე ფო­ტოგ­რა­ფი­ამ­დე და კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ამ­დე იყო. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ფო­ტო უნ­და გა­მო­ი­ყე­ნო და კო­პი-­პე­ის­ტით შექ­მ­ნა იგი­ვე იკო­ნოგ­რა­ფი­ა, რაც ფო­ტო­ზე­ა. თუმ­ცა, მა­გა­ლი­თად, გერ­ჰარდ რიხ­ტე­რი ამა­საც აკე­თებს.

შენ­ში თით­ქოს არის მწერ­ლის, რო­მა­ნის­ტის (ყველაზე ფუნ­და­მენ­ტუ­რი გა­გე­ბით) რა­ღაც მო­ტი­ვა­ცი­ა...

ჩემ­თ­ვის თე­მა და მი­სი გა­შუ­ქე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია და ასე იყო ყო­ველ­თ­ვის. თუ შენ ჩემ­ში რო­მა­ნისტს ხე­დავ, ეს სა­ინ­ტე­რე­სო­ა. ამა­ზე არ მი­ფიქ­რი­ა, ლი­ტე­რა­ტუ­რის მხრი­დან არ შე­მი­ხე­დავს ჩე­მი ფერ­წე­რის­თ­ვის. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან არ მინ­და ის ლი­ტე­რა­ტუ­რას და­ემ­ს­გავ­სოს. მაგ­რამ გე­თან­ხ­მე­ბი, ეს თე­მე­ბი წიგ­ნე­ბად გა­და­იქ­ცე­ვი­ან ხოლ­მე და მა­თი რიცხ­ვი იზ­რ­დე­ბა.

კონ­ცეპ­ტუ­ა­ლიზ­მის­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის იდეა უფ­რო იყო პრი­ო­რი­ტე­ტი, ვიდ­რე მა­სა­ლა. სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს ასე­თი ას­კე­ტიზ­მი? და რას ნიშ­ნავ­და შენ­თ­ვის ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო და მარ­ტი­ვი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ბა­რა­თე­ბის ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა ბაია გა­ლე­რე­ა­ში?

“მე შენ მიყ­ვარ­ხარ” – თა­ვი­დან ბო­ლომ­დე კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი იყო. ეს ფრა­ზა იყო “დაწერილი” ყვა­ვი­ლე­ბის ზე­და­პირ­ზე. მე გა­მო­ვი­ყე­ნე ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი მე­თო­დი, თბი­ლი­სის­თ­ვის გა­სა­გე­ბი ენით დავ­ხა­ტე ეს ტი­ლო­ე­ბი, შევ­ფუ­თე ბაია გა­ლე­რე­ა­ში და ზე­მო­დან და­ვა­წე­რე “მე შენ მიყ­ვარ­ხარ”. ეს პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან შორს იდ­გა თა­ნა­მედ­რო­ვე სნო­ბუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბის­გან, რაც მა­შინ თბი­ლის­ში იყო. ეს საკ­მა­ოდ რა­დი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი იყო ჩემ­თ­ვის და მიზ­ნად ისა­ხავ­და სხვა­დას­ხ­ვა კო­მერ­ცი­უ­ლი და გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო პო­ზი­ცი­ის ჩვე­ნე­ბას რე­გი­ო­ნა­ლურ კონ­ტექ­ს­ტ­ში.

ჩვენ­თან სის­ტე­მა­ტი­ზე­ბუ­ლი კრი­ტი­კის მე­ქა­ნიზ­მი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს, ყვე­ლა­ფერს მა­ინც ფრაგ­მენ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს. რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ეს ხელს უშ­ლი­დეს მხატ­ვ­რის და, სა­ერ­თოდ, მხატ­ვ­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას? თუ კრი­ტი­კა შენ­თ­ვის არა­ფერს ნიშ­ნავს?

მე ხში­რად მით­ქ­ვამს, რომ რო­ცა თბი­ლის­ში ჩა­მოვ­დი­ვარ, ხალ­ხ­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კულ­ტუ­რუ­ლი კონ­ფ­ლიქ­ტი მაქვს. ერ­თ­-ერ­თი მი­ზე­ზი ჯან­მ­რ­თე­ლი კრი­ტი­კის არარ­სე­ბო­ბა­ა. ეს მხატ­ვ­რის­თ­ვის ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლი­ა, მაგ­რამ ამა­შიც არის რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სო, ანუ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო სტრა­ტე­გია უნ­და იხ­მა­რო, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­გი­გონ. სწო­რედ ამის მა­გა­ლი­თი იყო ჩე­მი პრო­ექ­ტი “მე შენ მიყ­ვარ­ხარ”.

მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ თბი­ლი­სი შენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა, თით­ქოს თბი­ლი­სის­თ­ვის აკე­თებ ყვე­ლა­ფერს.

რო­გორც იცი, მე ნა­ხევ­რად ეს­ტო­ნე­ლი ვარ და ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის დი­დი ნა­წი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­რეთ მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. მე­რე და­იწყო ჩე­მი სამ­ხატ­ვ­რო ცხოვ­რე­ბა და­სავ­ლეთ­ში, ამ მუდ­მივ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში. ამი­ტომ, მე არ ვარ კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ამ მენ­ტა­ლი­ტე­ტით და არც ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გრძნო­ბე­ბით. ეს კი სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს და­ვი­ნა­ხო ის, რა­საც ვერ ხე­დავს აქ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნი. მეც მივ­დი­ვარ იმ აზ­რამ­დე, რომ აქ მარ­თ­ლაც ვე­ძებ რა­ღა­ცას. ვმუ­შა­ობ ჟე­ნე­ვა­ში, თბი­ლის­შიც, მაგ­რამ საკ­ვან­ძო ად­გი­ლე­ბი მა­ინც შვე­ი­ცა­რი­ა­ში უნ­და გა­ვა­კე­თო. აქ რო­გორც კი ჩა­მო­დი­ხარ, თით­ქოს კავ­ში­რი­დან იშ­ლე­ბი და ექ­ცე­ვი მო­ჯა­დო­ე­ბულ ზო­ნა­ში. ეგეც არის ამ ად­გი­ლის სა­ოც­რე­ბა – სტალ­კე­რის ზო­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

სულ ახ­ლა­ხან ბა­ქო­ში გქონ­და გა­მო­ფე­ნა, რომ­ლის სამ­ზა­დი­სიც სამ წე­ლი­წადს გრძელ­დე­ბო­და. იქ­ნებ არა მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტუ­ლად თბი­ლი­სის, არა­მედ მთლი­ა­ნად კავ­კა­სი­უ­რი ნა­რა­ტი­ვი გხიბ­ლავს?

ნამ­დ­ვი­ლად ასე­ა, ეს ად­გი­ლი საკ­მა­ოდ მიმ­ზიდ­ვე­ლია და სავ­სეა პა­რა­დოქ­სე­ბით. ეს რუ­სე­თიც არ არის, კი­დევ უფ­რო და­ხუ­რუ­ლი სივ­რ­ცე­ა, რომ­ლის გა­გე­ბის გზა მარ­ტო ვერ­ტი­კალ­ზე თუ გა­დის, გარ­შე­მო სულ მთე­ბი­ა. დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია არის დრა­მა­ტუ­ლი და, ამას­თან, მდი­და­რი მა­სა­ლა მხატ­ვ­რის­თ­ვის ან მწერ­ლის­თ­ვის. ეს დრო მე-20 სა­უ­კუ­ნის ოცი­ა­ნი წლე­ბის ავან­გარ­დის­ტულ პრო­ექტს ჰგავს და ახ­ლა ჩვენ ამ პრო­ექ­ტის დე­მონ­ტა­ჟის პე­რი­ოდ­ში ვცხოვ­რობთ. რო­გო­რი იქ­ნე­ბა მომ­დევ­ნო პრო­ექ­ტი, მთლი­ა­ნად ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

 

 

 

კომენტარები