ტიტანიკი

ავსტრალიელი მაგნატი ტიტანიკის ასლის მშენებლობას იწყებს

ავსტრალიელი ქვანახშირის მაგნატი კლაივ პალმერი ლეგენდარული ლაინერის ,,ტიტანიკის’’ ასლის შექმნას აპირებს. მშენებლობა მომავალი წლის ბოლო კვარტალში დაიწყება და მისი დასრულება 2016 წლისთვის იგეგმება.

BBC-ს ცნობით მშენებლობას ჩინური კომპანია გაუძღვება. ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოებული ინტერიერის მქონე ლაინერს ,,ტიტანიკი II’’ დაერქმევა.

 ,,მას ისევე მდიდრულად მოაწყობენ, როგორც ,,ტიტანიკი’’ იყო მოწყობილი, თუმცა რასაკვირველია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და სანავიგაციო სისტემით იქნება აღჭურვილი’’ - აცხადებს კლაივ პალმერი.

როგორც დაგეგმილია, პირველი რეისს ახალი ლაინერი შანხაიდან ლონდონის მიმართულებით განახორციელებს, საიდანაც ორიგინალის მსგავსად ნიუ-იორკისკენ გაემართება. ავსტრალიაში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი არ აკონკრეტებს, თუ რა თანხებთან არის დაკავშირებული 21-ე საუკუნის ,,ტიტანიკის’’ შექმნა.

 

კომენტარები