ივანიშვილი პოლიტიკაში

ქართული ოცნების მოლოცვა შრომის დღესთან დაკავშირებით

კოალიცია ქართული ოცნება საქართველოს მოქალაქეებს მშრომელთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. როგორც კოალიციია თავის მიმართვაში აღნიშნავს, „საქართველოში შრომა და მშრომელი არათუ არ არის დაფასებული, პირიქით, მოქმედი შრომის კოდექსით დასაქმებულს პრაქტიკულად არანაირი უფლებები არ გააჩნია და მისი ბედი მთლიანად დამსაქმებლის ნება-სურვილზეა დამოკიდებული".

ქართული ოცნების დეკლარაციაში მკაფიოდ არის გამოხატული ჩვენი მიზანი - ინტეგრაცია ევროპის დიდ ოჯახში. ამ მიზანს კი, საქართველო მხოლოდ მაშინ მიაღწევს, როდესაც ქვეყნის კანონმდებლობაში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად აისახება მშრომელთა უფლებების გარანტიები - ნათქვამია მიმართვაში.

ივანიშვილის კოალიცია პირობას იძლევა, რომ შეცვლის არსებულ „დისკრიმინაციულ“ შრომის კოდექსს და „ბოლოს მოუღებს ადამიანთა დისკრიმინაციას, ექსპლუატაციასა და უუფლებობას“.

 

კომენტარები