Christie-ის აუქციონი, Sotheby-ის აუქციონი

სააუქციონო ციებ-ცხელება

ნიუ იორკში Christie-ის აუქციონი გაიმართა, რომელზეც ყველაზე ძვირფას ლოტად, იმპრესიონისტი მხატვრების პოლ სეზანის და ანრი მატისის ნამუშევრები დასახელდა. თითოეული ნახატი  19 მილიონ დოლარად გაიყიდა.

სეზანის აკვარელში შესრულებულმა ნახატმა სერიიდან „ბანქოს მოთამაშენი“ და მატისის კომპოზიციამ „პიონების თაიგულმა“, Christie-ის სახლს 117 მილიონი დოლარი მოუტანა.

Sotheby-ის აუქციონზე,  ერთ-ერთი მთავარი ლოტი ედუარდ მუნკის „ყვირილი“ გახლდათ. შეგახსენებთ, რომ ექსპრესიონისტმა მხატვარმა მუნკმა, თავის დროზე სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული „ყვირილის“ 4 ვარიანტი შექმნა. Sotheby-ის აუქციონზე პასტელში შესრულებული „ყვირილის“ ვერსია გამოიტანეს. ნამუშევარი, რომელიც აქამდე  ნორვეგიელ მილიარდერს ეკუთვნოდა, 80 მილიონ დოლარად  შეფასდა.

კომენტარები