სამართალი

ჰააგაში ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს ჩაბარდა

ჰააგის ერთ-ერთი საიუველირო მაღაზიის ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი სანდრო გრიგოლია საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს ჩაბარდა. 

ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, მან ჰოლანდიის საელჩოში მისვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ მაღაზიის მფლობელი, რომელიც ყაჩაღობის დროს დაიჭრა, მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. 

გრიგოლია საელჩოში გამოცხადდა და აღიარა, რომ ჰააგაში მომხდარი ყაჩაღობის მონაწილეა და ჰოლანდიაში გასამართლება მოითხოვა. 

არსებული ინფორმაციით, გრიგოლია ამჟამად თბილისის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაშია. შესაბამისი პროცედურების შემდეგ მისი ექსტრადირება ჰოლანდიაში განხორციელდება. 

ყაჩაღობა საიუველირო მაღაზიაში 25 აპრილს მოხდა. 

19 წლის გრიგოლიას ჰოლანდიის პასპორტი აქვს. მისი ოჯახი ჰოლანდიაში 90-იანი წლებიდან ცხოვრობს. 

კომენტარები