Facebook

Facebook-ის ფასი 85-95 მილიარდი დოლარია

სოციალურმა ქსელმა Facebook-მა თავისი თითო აქციის ფასი 28-35 დოლარად განსაზღვრა. კომპანიის საერთო ფასი 85-95 მილიარდი დოლარია. Facebook-ი თავდაპირველ საჯარო შეთაზებას (IPO) ანუ კომპანიის აქციების პირველ საჯარო გაყიდვას 18 მაისიდან დაიწყებს.

თავდაპირველი საჯარო შეთავაზების მიხედვით Facebook-ი ყველაზე ძვირადღირებულ ინტერნეტ კომპანიაა. აქამდე ყველაზე ძვირადღირებული Google-ის საწყისი შეთავაზება 2004 წელს 23 მილიარდი დოლარი იყო.

Facebook-ის აქციები Nasdaq-ის სააქციო ბირჟაზე გაიყიდება და მისი სიმბოლო სავარაუდოდ FB იქნება. თავდაპირველი საჯარო შეთავაზებით Facebook-ი კომპანიის 10%-ის გაყიდვას გეგმავს. სოციალური ქსელის ყველაზე დიდ წილს, 31.5%-ს (17.6 მილიარდი დოლარი) კომპანიის დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი ფლობს.

სოციალურ ქსელს 900 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. გასულ წელს კომპანიის მოგებამ 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კომენტარები