საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, დავით ყიფიანის სახელობის ქვეყნის თასის ფინალურ მატჩს 26 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
თავდაპირველად ფინალის გამართვა ქუთაისში იგეგმებოდა, მაგრამ საბოლოოდ სფფ-მ მატჩის დედაქალაქში ჩატარება გადაწყვიტა.
26 მაისს საქართველოს თასისთვის ქვეყნის ჩემპიონი ზესტაფონი გორის დილას დაუპირისპირდება.