არჩევნები სერბეთში

მეორე ტურში ერთმანეთს ტადიჩი და ნიკოლიჩი დაუპირისპირდებიან

სერბეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, დემოკრატიული პარტიის ლოდერი ბორის ტადიჩი და სერბეთის პროგრესული პარტიის ხელმძღვანელი ტომისლავ ნიკოლიჩი დაუპირისპირდებიან.

პირველ ტურში პრეზიდენტის პოსტისათვის სულ 12 კანდიდატი იბრძოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადი ბრძოლა ქვეყნის ყოფილ მმართველ ტადიჩს და ნაციონალ ნიკოლიჩს შორის მიმდინარეობდა.

უკანასკნელი მონაცემებით, 6 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ევროინტეგრაციაზე ორიენტირებულმა ტადიჩმა ხმების 26,8% – ის მოგროვება შეძლო. ყოფილი პირველი პირის მთავარმა კონკურენტმა, ნიკოლიჩმა 25,6 პროცენტით მეორე ადგილი დაიკავა.

ტადიჩმა გასულ წლებში, 2004 და 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ორჯერ დაამარცხა ნიკოლიჩი.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობდა. უკანასკნელი მონაცემებით, სერბეთის პროგრესულმა პარტიამ ხმათა 24,7 პროცენტი მიიღო, ხოლო ტადიჩის დემოკრატიული პარტია ხმების 23,2 პროცენტით მეორე ადგილზე გავიდა.

სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 20 მაისს გაიმართება.

 

კომენტარები