დისციპლინა სკოლაში

სკოლის ადმინისტრაციამ 6 წლის ბავშვი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშუალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში 6 წლის ბიჭი სექსუალური ძალადობის ბრალდებით სკოლიდან გარიცხეს.  სკოლის მოსწავლემ თანაკლასელ გოგონას უმღერა ფრაზა ,,I’m sexy and I know it'' (მე სექსუალური ვარ და მე ეს ვიცი), ამავე სახელწოდების ცნობილი სიმღერიდან.

შემთხვევა კოლორადოს შტატში, ქალაქ ავრორას სკოლაში მოხდა. სკოლის ადმინისტრაციამ გარიცხული მოსწავლის მშობელს წერილი გაუგზავნა, სადაც ატყობინებდა, რომ მისი შვილი ბრალდებული იყო სექსუალურ ძალადობაში.

სკოლამ საქმეში ქალაქის პოლიციაც ჩართო, რომელმაც შტატში მოქმედი კანონის მიხედვით, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, ყოველგვარი რეაგირებისგან თავი შეიკავა. აღნიშნული კანონის მიხედვით, ნებისმიერი მოქალაქის პასუხისგებაში მიცემა შესაძლებელია მხოლოდ 10 წლიდან.

6 წლის მოსწავლის დედა ამბობს, რომ მისმა შვილმა არც იცის რას ნიშნავს ,,სექსუალური ძალადობა’’, სკოლის ადმინისტრაცია კი მას უსამართლოდ მოექცა. მშობელი აღნიშნავს, რომ მის შვილს ამ სიმღერის სიყვარულის გამო პრობლემა უკვე მეორედ შეექმნა. 

კომენტარები