ისრაელი

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აღარ ჩატარდება

ისრაელში 4 სექტემბერს დანიშნული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აღარ ჩატარდება. შეთანხმებას ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოპოზიციურ პარტია კადიმასთან დღეს მიაღწია. პრემიერი და პარტია კადიმას წარმომადგენლები ახალი მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ.  

ისარაელის პრემიერ-მინისტრმა და კადიმას ლიდერმა შაულ მოფაზმა შეთანხმებას იქამდე მიაღწიეს, სანამ პარლამენტში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ კანონპროექტისთვის ხმის მიცემა დაიწყებოდა.

ოპოზიციური პარტია  თანახმაა შეუერთდეს მმართველ კოალიციას, იმ პირობით, თუ ნეთანიაჰუს პარტია მხარს დაუჭერს წინადადებას, ულტრაორთოდოქსი ახალგაზრდებისთვის სამხედრო გაწვევის გადავადებისა ან მათთვის ალტერნატიული სამსახურების შეთავაზების  შესახებ.

გარდა ამისა პარლამენტში, ყველაზე მეტი ადგილის მქონე პარტია კადიმა ითხოვს, მათი ლიდერი  შაულ მოფაზი პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს. 

კომენტარები