ავიაკატასტროფა

ინდონეზიაში რუსული თვითმფრინავი დაიკარგა

რუსული თვითმფრინავი Superjet-100, რომელიც ჯაკარტაში საჩვენებელ რეისს ასრულებდა, რადარებიდან გაქრა.

New York Times - ის ინფორმაციით, ლაინერის ბორტზე 50-მდე ადამიანი იმყოფება, მათ შორის 8 რუსეთის მოქალაქეა.

გამოცემის ცნობით, ამ დროისათვის თვითმფრინავის მარშრუტის მიმართულებით რამდენიმე სამძებრო ვერტმფრენია გაგზავნილი. სამაშველო სამუშაოებს უამინდობა ართულებს.

იმ ადგილას, სადაც თვითმფრინავის ჩამოვარდნას ვარაუდობენ, დასახლებული პუნქტებია, თუმცა მოსახლეობა ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

Superjet-100 საჩვენებელ ფრენას აზიის ტურნეს ფარგლებში ახორციელებდა. ფრენები იგეგმებოდა აგრეთვე, ვიეტნამში, პაკისტანში, ლაოსსა და მიანმარში. 

Sukhoi Superjet-100 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში შექმნილი პირველი სამგზავრო ავიალაინერია. პროექტზე მუშაობა 2000 წელს დაიწყო. პირველი საცდელი ფრენა Superjet-100 -მა 2008 წელს განახორციელა. ამ მოდელის პირველი  სერიული თვითმფრინავი გასული წლის აპრილში სომხურმა ავიაკომპანია Armavia-მ შეიძინა.  მოგვიანებით რუსულმა ავიაკომპანია Аэрофлот-მა ექსპლუატაციაში სამი Superjet-100  მიიღო. 

 

 

კომენტარები