რუსეთი

უდალცოვი და ნავალნი 15 დღეს ციხეში გაატარებენ

0 კომენტარი

BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, დღეს საღამოს, მოსკოვში, სასამართლომ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა "მემარცხენე ფრონტის" ლიდერს, სერგეი უდალცოვსა და ოპოზიციონერ ბლოგერს, ალექსეი ნავალნის. ისინი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით გაასამართლეს.

საერთაშორისო მედია სასამართლოს განაჩენს ხელისუფლების მხრიდან შურისძიებად აფასებს. კრემლი ასეთი მეთოდებით ცდილობს "სახალხო სეირნობაში" მონაწილე აქტივისტების დაშინებას. უკვე მეორე დღეა რუსეთის მოქალაქეები მოსკოვის ქუჩებში "სეირნობით" მასიურ საპროტესტო კამპანიაში იღებენ მონაწილეობას.

Газета.Ru ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოხმაურება მოჰყვა. დაახლოებით 1500 ადამიანი შეიკრიბა ჩისტიე პრუდიზე და "სახალხო სეირნობაში" მიიღო მონაწილეობა. გამომცემლობა იმასაც იტყობინება, რომ ომონელებით სავსე კოლონა ჩისტიე პრუდისთან ახლოს იმყოფება და მსვლელობის მონაწილეებს უთვალთვალებს.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები