ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილმა როსიისკი კრედიტი გაყიდა

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა უნიკორ ჯგუფმა კერძო ინვესტორებთან ბანკ როსიისკი კრედიტის გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. Interfax - ის ინფორმაციით, გარიგების თანხა 352 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც მყიდველმა 2012 წლის 1 სექტემბრამდე უნდა დაფაროს.

გამოცემის ცნობით, როსიისკი კრედიტის მყიდველთა შორის IT კომპანია ”ლანიტის” მფლობელი გეორგი გენსია. აქციების ნაწილი აგრეთვე, შეიძინეს ბანკ ”გლობექსის”ყოფილმა მფლობელმა ანატოლი მოტილევმა, სადაზღვევო კომპანია ”სპასკიე ვოროტას” ყოფილმა მეპატრონემ ბორის ხაიტმა, ბანკის მესაკუთრეები გახდნენ ასევე ბორის პასტუხოვი, ვიქტორ ლუკიანოვი და ვლადიმერ ფაეროვიჩი.

შეგახსენებთ, რომ უნიკორ ჯგუფის მფლობელმა, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისთანავე, 2011 წლის შემოდგომაზე, განაცხადა, რომ რუსეთში ბიზნესს გაასხვისებდა. ივანიშვილი რუსეთში ასევე ფლობს ”უნიკორის” შვილობილ კომპანიებს: ”ემ დეველოპმენტს”, ”უნიკორ სერვისს”, ”ინტერ ფინ კაპიტალს”, საინვესტიციო კომპანია ”ინტერ ფინ ტრეიდს”, ასევე აგროსამრეწველო კორპორაცია ”სტოილენსკაია ნივას” და ა.შ. ფორბსის ბოლო მონაცემებით, კოალიციის ლიდერის ქონება 6.6 მილიარდ დოლარს აღწევს.

 

კომენტარები