არჩევნები საფრანგეთში

საშა ბარონ კოენმა ოლანდს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ინგლისელმა კომიკოსმა საშა ბარონ კოენმა ფრანსუა ოლანდს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

სკანდალურმა მსახიობმა საფრანგეთის არჩეულ პრეზიდენტს ვიდეორგოლით მიმართა, რომელშიც კოენი თავისი ბოლო კინოგმირის, აღმოსავლეთის დიქტატორის, ”გენერალ ალადინის” როლში მოგვევლინა.

ვიდეომიმართვაში კოენი ”არაბული” აქცენტით შემდეგ სიტყვებს ამბობს: ”ეს მე ვარ გენერალი ალადინი. ჩემი მილოცვები ფრანსუა ოლანდეზს. მაგრამ ჩემთვის საფრანგეთის ერთადერთ პრეზიდენტად დომინიკ სტროს-კანი დარჩება. შენ ის უნდა აგერჩია, ფრანგო ერო!”

აღნიშნული ვიდეორგოლი პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კოენი გენერალ ალადინის სახეს თავისი ახალი ფილმის პიარ-კამპანიისათვის იყენებს. თებერვალში ინგლისელი კომიკოსი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე ”დიქტატორის” სამოსში გამოწყობილი გამოცხადდა.

 

კომენტარები