მაიას ცივილიზაცია

მაიას ტომის ახალი კალენდარი აღმოაჩინეს

ამერიკელმა არქეოლოგებმა გვატემალაში მაიას ტომის უძველესი კალენდარი აღმოაჩინეს. მეცხრე საუკუნით დათარიღებული ეგზემპლარის მიხედვით სამყარო დაახლოებით 7 000 წელი კიდევ იარსებებს.

აქამდე აღმოჩენილ მაიას ტომის ასტრონომიულ კალენდრებში დამასრულებელი თარიღი 2012 წლის 21 დეკემბერი იყო, საიდანაც გავრცელდა ,,პროგნოზი’’ 2012 წელს  სამყაროს აღსასრულის შესახებ.

გვატემალაში ნაპოვნი ბოლო კალენდარი აქამდე აღმოჩენილთაგან ყველაზე ძველია. არქეოლოგიური გათხრები გვატემალის ჩრდილოეთ ნაწილში 2001 წლიდან მიმდინარეობდა.

ასტრონომიული და მათემატიკური ცოდნით ცნობილი მაიას ტომის ქურუმები უძველესი დროიდან აკვირდებოდნენ ციურ სხეულებს. კოდექსებში ჩაწერილი საიდუმლო ცოდნა პლანეტებისა და ვარსკვლავების შესახებ, მაიას ცივილიზაციის კალენდრების რთული სისტემის სახით არის შემონახული. 

კომენტარები