რეცეპტი

შუბა

4ულუფა 2 კარტოფილი 2 სტაფილო 1 ჭარხალი 3 კვერცხი 1 შეკვრა მწვანე ხახვი 250 გრ. მაიონეზი „სლობოდა” – „პროვანსალი” 1 ლიმონი 2 სუფრის კოვზი არაჟანი მარილი პილპილი ჯამში: 12 ლარი
სურვილისამებრ, კერძს შეგიძლიათ დაუმატოთ შებოლილი ორაგული.

 

ჯამში: 12 ლარი

მომზადების წესი:

მოხარშეთ კარტოფილი, ჭარხალი და კვერცხი.

დაჭერით მწვანე ხახვი წვრილად და გახეხეთ სტაფილო.

მას შემდეგ რაც კარტოფილი და ჭარხალი მოიხარშება, გააცალეთ კანი და გახეხეთ.

ლანგარზე დააწყვეთ ფენა-ფენა გახეხილი კარტოფილი, სტაფილო და ჭარხალი.

ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ 250 გრ. მაიონეზი „სლობოდა”, ჩააწურეთ 1 ლიმონი, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი არაჟანი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და გადაურიეთ.

მიღებული მასა სუფრის კოვზით წაუსვით ფენა-ფენა გამზადებულ ბოსტნეულს, ზედა ფენას მოაყარეთ გახეხილი კვერცხი, მოასხით შეზავებული მაიონეზი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.

ფენებს შორის, შეგიძლიათ დაუმატოთ შებოლილი ორაგული

 

კომენტარები