იტალია

50 წლის იტალიელი ქალაქის მერი მოულოდნელად გახდა

0 კომენტარი

ჩრდილოეთ იტალიის მთიან დასახლებაში ახალი მერი მისთვის მოულოდნელად აირჩიეს. 50 წლის ფაბიო ბორზატი არ აპირებდა მერობას, მას არ ჰქონია საარჩევნო პროგრამა, კანდიდატების სიაში კი მისი მეგობრის, ჩიმოლაისის დასახლების ყოფილი მერის თხოვნით მოხვდა.

ფაბიო ბორზატის თქმით, მისმა მეგობარმა, ყოფილმა მერმა ჯინო ბერტოლომ, რომელიც არჩევნებში მეორე ვადით იყრიდა კენჭს, დახმარების მიზნით კანდიდატურის წამოყენება სთხოვა, რადგან არჩევნებში ალტერნატივა არ ჰყავდა. ბერტოლოს გამარჯვებაში დარწმუნებულმა ბორზატიმ მეგობარს თხოვნა შეუსრულა და შედეგების მიხედვით ჩიმოლაისის მერი თავად გახდა.

,,მე არ მსურდა მერობა. მე მინდოდა არჩევნებში ჯინოს გაემარჯვა. ჩემმა ნათესავებმა და ოჯახის წევრებმაც კი მას მისცეს ხმა. ‘’-ამბობს ფაბიო ბორზატი.

ყოფილ მერს, ჯინო ბერტოლოს 117-მა ადამიანმა მისცა ხმა, ხოლო ფაბიო ბორზატის სასარგებლოდ 160-მა ადამიანმა გააკეთა არჩევანი. ჩიმოლაისის დასახლებაში სულ 507 ადამიანი ცხოვრობს.

ფაბიო ბორზატიმ საკუთარი მოულოდნელი წარმატების შესახებ ფეხბურთს ყურების დროს შეიტყო, როდესაც ტელეფონზე მისალოცი შეტყობინებები მიუვიდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები