იაპონია

ფუჯის მთას ჩამოშლა ემუქრება

იაპონიის სიმბოლოს, ფუჯის მთას, ჩამოშლა ემუქრება. ტოკიოს უნივერსიტეტის მიწისძვრების კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა ხელოვნურად მოწყობილი მიწისძვრის შედეგად აღმოაჩინეს, რომ ის დიდ, 30 კმ სიგრძის აქტიურ ნაწევზე დგას.

ნაწევი დედამიწის ქერქის ამგები ქანების წყვეტითი დისლოკაციის სახეა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვითარდება. სწორედ ეს ნაწევი შეიძლებოდა  გამხდარიყო მთის ჩამოშლის მიზეზი 2900 წლის წინ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამჯერად ის შეიძლება შვიდბალიანი მიწისძვრის მიზეზი გახდეს. ეს, თავის მხრივ, ფორმას შეუცვლის მთას და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს გაანადგურებს. ამ დასკვნამდე ექსპერტები სამწლიანი გამოკვლვევის შედეგად მივიდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ აქტიური ნაწევის გააქტიურება და მთის ჩამოშლა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ახლოს მომხდარმა მიწისძვრამაც. 

კომენტარები