წყალმომარაგება

თბილისისთვის მიწოდებული სასმელი წყალი დაბინძურებული არ არის

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გუშინდელ წყალდიდობასა და თბილისისთვის მიწოდებული წყლის ხარისხთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნულ მდგომარეობას თბილისისთვის მიწოდებული წყლის ხარისხზე გავლენა არ მოუხდენია და ის სრულად შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებს.  

როგორც GWP-ის განცხადებაშია ნათქვამი, გადაუღებელმა წვიმამ და ნიაღვრებმა მდინარე არაგვისა და მისი შენაერთების ადიდება გამოიწვია, რამაც პრობლემები შეუქმნა კომპანიის არაგვის ხეობაში განთავსებულ სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას. ყოველივე ამან გამოიწვია თბილისის ზოგიერთი უბნის შეზღუდული წყალმომარაგება.  

აღნიშნული შეზღუდვები ეხება ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-სოლოლაკს, ნაძალადევს, სვანეთის უბანს, სანზონასა და ჩუღურეთის ზედა ზონებს.

თბილისის წყალმომარაგებაში შექმნილი პრობლემების გამოსასწორებლად GWP უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

 

კომენტარები