საბერძნეთი

საბერძნეთში შესაძლოა კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნები გაიმართოს

საბერძნეთის მემარცხენე რადიკალურმა პარტიამ უარი განაცხადა დღეს დაგეგმილ  ახალი კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე.

„სირიზას “ლიდერის, ალექსის ციპრასის თქმით, მისი პარტია იმ პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებში არ შევა, რომლებიც ქვეყნის საბიუჯეტო ხარჯების მკაცრად შემცირების სანაცვლოდ, ევროკავშირისა და მსოფლიო სავალუტო ფონდისგან ფინანსური დახმარების მიღებას უჭერენ მხარს.

საბერძნეთის პრეზიდენტის, კაროლოს პაპულიასის მიერ მოწვეულ შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით გასულ პარტიებთან ახალი კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ კოალიცია არ შედგება, საბერძნეთს კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოუწევს, სადაც ანტიევროკავშირულ პარტიებს გამარჯვების შანსი აქვთ. მემარცხენე რადიკალებმა წინა საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავეს.

6 მაისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ვერცერთმა პარტიამ მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობის მოგროვება ვერ შეძლო. 

კომენტარები