ქართული ოცნება

ქართულ ოცნებას ზურაბ ზვიადაური შეუერთდა

პარტიას ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური შეუერთდა. ამის შესახებ ცნობილი დღეს გამართული პრეს-კონფერენციიდან გახდა, სადაც პარტიის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ, საზოგადოებას ზვიადაური ოფიციალურად წარუდგინა.

,,მე სპორტსმენი ვარ და არ გამოვირჩევი პოლიტიკური საქმიანობით, მაგრამ ვდგები ბიძინა ივანიშვილის გვერდით. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ივანიშვილს ხალხის გვერდზე დგომისთვის და მზად ვარ ვიბრძლო მასთან ერთად ქართული ოცნების ასახდენად.’’ -განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე.

ოლიმპიური ჩემპიონის განცხადებით, მას შემდეგ რაც ქართულ ოცნებაში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო, მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა. ზვიადაურს არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად ვისი მხრიდან და რა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა მასზე.

პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს რიგებს ზურაბ ზვიადაური ოფიციალურად დღეს შეუერთდა.

 

კომენტარები