ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი პაატა ბურჭულაძეს შეხვდა

პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ იავნანას დამფუძნებელსა და ოპერის მომღერალ პაატა ბურჭულაძეს შეხვდა.  შეხვედრის თემა 18 მაისს პარიზში დაგეგმილი კონცერტი იყო.

ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ზე ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

18 მაისს სალ პლეიელის საკონცერტო დარბაზში გამართულ საღამოში მონაწილეობას მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტები მიიღებენ. ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის სხვა ნიმუშებთან ერთად, ისინი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნაწარმოებებს შეასრულებენ.

,,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლასიკურ ნაწარმოებებს სხვა სოლისტებთან ერთად შეასრულებს პაატა ბურჭულაძეც. საღამოს დაესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. საფრანგეთში გამგზავრებამდე პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.’’ -ნათქვამია სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარიზში დღეს მიემგზავრება, სადაც ქართული კულტურის დღეებს დაესწრება. 

კომენტარები