U19: ევროპის ჩემპიონატი

საქართველო ელიტ-რაუნდისთვის შეკირიბა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადება დაიწყო: გუნდის თავკაცმა ოთარ კორღალიძემ ფეხბურთელები ეროვნული გუნდის ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის საწვრთნელ ცენტრში - ბასა - შეკრიბა.

ჩვენი გუნდი თბილისური წვრთნების შემდეგ 22 მაისს ხორვატიაში გაემგზავრება, 25 მაისს კი ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებთან პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. 27 მაისს ქართველი 19-წლამდელები ელიტ-რაუნდის მასპინძელ ხორვატებს დაუპირისპირდებიან, 30 მაისს კი ავსტრიასთან მატჩით დაასრულებენ ტურნირს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მხოლოდ ჯგუფის პირველადგილოსანი მოიპოვებს.

ოთარ კორღალიძემ ნაკრებში ამ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: ლევან ტყეშელაშვილი (თბილისის დინამო), დავით ლეგაშვილი (უკლუბო), სანდრო ზუროშვილი (ზუგდიდის ბაია)

მცველები: არჩილ ტვილდიანი, ნიკა სანდოხაძე, გიორგი გაგნიძე (ყველა თბილისის დინამო), თედო გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე (ზესტაფონი), კოტე ზარნაძე (ზუგდიდის ბაია), ლევან გეგეჭკორი (მარტვილის მერანი), გიორგი ჯგერენაია (გაგრა), უჩა ბურძენაძე (ცხინვალის სპარტაკი)

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, სანდრო რეხვიაშვილი (თბილისის დინამო), ნიკა ჭკუასელი, ნოდარ კიკნაველიძე (გაგრა), დავით გიგაური (იაგელონია, პოლონეთი), ვაკო ყაზაიშვილი (არნემის ვიტესი, ჰოლანდია)

თავდამსხმელები: ავთო ენდელაძე (ზუგდიდის ბაია), დავით გელაშვილი (ცხინვალის სპარტაკი), გიორგი ჭანტურია (არნემის ვიტესი, ჰოლანდია), დავით სხირტლაძე (ორჰუსი, დანია), ოთარ კვერნაძე (ზესტაფონი)

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ოთარ კორღალიძის ხელმძღვანელობით წლეულს 5 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. კვიპროსთან სტუმრად ორჯერ ფრედ ითამაშა - 1:1, 0:0, პორტუგალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კი მეორე ადგილი დაიკავა: პორტუგალიასთან 0:5, საფრანგეთთან 3:0, სერბეთთან 3:2.

კომენტარები