დავით გარეჯი

მანანა მანჯგალაძე დავით გარეჯის საკითხს გამოეხმაურა

დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დავით გარეჯის მონასტრის საკითხზე ისაუბრა.

პრესსპიკერმა განმარტა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის არსებული სამთავრობო კომისია საზღვრის დადგენის საკითხზე მუშაობას აგრძელებს. მისივე თქმით ტერიტორიის დიდი ნაწილი უკვე შეთანხმებულია და დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე პრობლემატური მონაკვეთი.

,,ამ მონაკვეთებზე ჩვენს მეგობრებთან აზერბაიჯანში საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ.’’-აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა საკითხს სენსიტიური უწოდა და ყველას მოუწოდა ამ თემას სიფრთხილით მოეკიდონ.

გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი საბჭოთა კავშირის პერიოდიდან საქართველოს საზღვრებში არ იმყოფება.

სასულიერო პირების ცნობით, 6 მაისის შემდეგ მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან და მომლოცველებს მონასტერში არ უშვებენ. 

კომენტარები